გაზაფხული





, სატრფოვ, სატრფოვ, ჩემო სატრფოვ,
, სატრფოვ, სატრფოვ, ჩემო სატრფოვ,
მარტის ღამეში გაფურჩქნულო ჩემო ნიანგო
 ჩვენ ერთმანეთში ვსრიალებდით შეშლილნი,  სწრაფად,
და ლილის, მგონი, ჯერ რცხვენოდა აღიარების,
რომ შეუყვარდა ბიჭი - მასზე ასე უმცროსი
და შენი ცოლი -
( მივანიშნებ ზაფხულის კანკალს) ...

, გზები, გზები
სრიალებდი შენ  ზამთრებს შორის,
ჩემში პეპლები დაუნდობლად ხურავდნენ, ხსნიდნენ
გამჭვირვალე და უზარმაზარ, საშინელ მკლავებს,
თავად არ მახსოვს,  როგორ გავხდი უეცრად დიდი
და გამჭვირვალე,
მკერდის სიღრმეში მოხმაურე მანქანის მსგავსი...

დაუცხრომელი ღვინოების მდინარეებსა
და ნარინეს ხმოვან სიცილში
ლილის წკრიალა სახელსა და
შენი ცოლის მღელვარე ეჭვში
მე მოვცურავდი,
იქმნებოდა რაღაც ჩვენ შორის -
მითიური დინების მსგავსი.,
იმ წუთში ისე  შეშლილივით მიყვარდი რადგან...
და  არაფერი  არ მესმოდა.

შენი ერთგული, შენი ცოლი -საწყალი ანა...
ეს ამბავი მაშინ შეიტყვე,
როდესაც გზაზე გადარბოდი, გეჩქარებოდა
ბაღიდან სახლში შენი ბიჭის წამოსაყვანად..
როდესაც ისევ  გილოცავდი დაბადების დღეს,
როცა მიყვარდი სიმწვანეში,
 ვკბეჩდი შენს მკერდს და
 ბოქვენის თმებს ვეფერებოდი...
შენ ყველაფერი იცოდი, ანდა,
მაშინ გაიგე - არაფერი როცა არ დარჩა,
აღარაფერი, არც სამყოფად, არც დასაგეგმად...
შიშველი ფეხით რომ გავადნო თეთრი ფიფქები
წარმოსახვაა სიყვარული მხოლოდ იქნებ და...

ვარდების ძვირი თაიგული
ვისკი ყლუპებად,
ამ ნაქირავებ,
სხვისი მკვდრებით გატენილ სახლში...
წარმოსახვაა სიყვარული, არ ჩანს...

, ქალო, შენმა წარმოსახვამ შექმნა ყოველი...
მაგ უცნაური წარმოსახვის სიტყვის კაცუნამ
თუ მეომარმა  - ერთიანად გავთელე ყველა...
ახლა დღეები, იწყებიან, არ სრულდებიან,
მეორდებიან, იწყებიან, მერე ისევე...
მოხუცებულთა სახლში
კვდება ქრისტე იესო..

სამშობიარო,
ქრისტე აქ არის,
და მარიამთან სწრაფად გამორბის ბებიაქალი,
ხელიდან ჩვილი უვარდებაან იოსებს ეს ეჩვენება -
რომ აქ დასრულდნენ მომავალი აღმოჩენები...
ქრისტე თამაშობს ეზოში, ყვირის, დარბის და ხტუნავს,
მე ფეხმძიმე ვარ, ვეღარ ვუძლებ ტკივილებს, ვყვირი  -
-სახლში ამოდი, ამოდი შვილო!
მშობიარობის დრომ  მოუწია,
ახლა უნდა ვშვა   ჩემს ოჯახში
რევოლუცია.

კადრი 1
ისმის ბახის რომელიღაც სუიტა, ალბათ,
 უკრავს ვიოლონჩელო,
მე ისეთი მშიერი ვარ და ისეთი ფეხმძიმე და ისეთი მრგვალმუცელა,
გამღვიძებიაგული მტკივა რაღაცნაირად,
შეწუხებული გულის ხმა მესმის...
არა უშავს. ნორმალურია, ვფიქრობ, ღამეა.
 მე ისეთი დამშეული ვარ, ისე ფეხმძიმე,
ვერ გადავტენე ჩემი გული,
ჩემსავ საფეთქელს
უტყვიებო თოფიდან ვესვრი.


ფრთხილად შევდივარ ოთახში,
სადაც შენ მე მღალატობ
ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობრის დასთან
და ეფერები მის მკერდს,
და შენი სახე ბედნიერი, გაბრწყინებული,
შენ ათავებ ისევ და ისევ.
სისხლი გაჩერდა,
 წვრილი გველი...
გალიაში მე - დაბნეული...
 რა ლამაზი ხარ
 და რა წყეული!
 და რამდენადაც შემზარავი, იმდენად სატრფო,
ორმაგად საყვარელი, სამმაგად საყვარელი,
 ოთხმაგად და ხუთმაგად,
ყოველ ჯერზე საყვარელი,
შენ საყვარელი იყავი, საყვარელო,
შენი გოგო რომ გავაჩინე
პირველი შვილის სიხარულით თავი დაკარგე,
გააცილე ჩემი ძმა სახლში
 და საწოლის ჩემს მონაკვეთში
ჩემი მეზობლის ნათესავი
დილამდე გყავდა...
გიყვარდა.
ჰო, ასე იცის დიდზე დიდმა ბედნიერებამ,
ჩემო პატარა, უთავო ჭაკო...

კადრი 2
ჯერ პრელუდია
მერე როცა  მთავრდება სიტყვა,
რჩება მხოლოდ სიტყვების ექო..
და ტუჩები იწყებენ სტვენას!
რევოლუციის დასაწყისია?
ცხოვრებას რუხი ფარდასავით -
 მარჯვნივ და მარცხნივ,
 ერთნაირად ბოლო ერხევა,
ბედნიერება სადღა არის?
 ცეცხლს შენთებული ორი  შეშა, ორთა შეხება,
სუნი ხავსის და უღრანი ტყის, ბედნიერება,
 სინამდვილე ( ალბათ, ვერ ხვდები)....

ცხოვრება კედლის სურათია, სადაც მამაშენს კიბო ჭამდა,
მამა მოკვდება, შენი ძმა კი ბინას გაყიდის,
მორიელებთან თანაცხოვრება
 სადაც სიმშვიდეს გიბოჭავდა..

მე მჭირდებოდა წითელი პანო
და მივამაგრე წითელი პარკი
ბოლომდე სავსე წითელი ხსოვნით,
სნეულის პირი აღსავსე ჭლექით,
სისხლს რომ აფურთხებს, სულსაც ასევე...
გადაგაფურთხე,
ვარსებობ...

 ბედნიერი ვარ?
მე- ველური, ერთხელაც რომ ვინმემ დამხატოს,
გამამწესოს თავის კედელზე,
მოსვენებას არ დავურღვევდი?
ისევე, როგორც არ მასვენებს ის ყვავილი აივნის ახლოს,
რომ დავივიწყო - ამოვფხიკე თვალის გუგები,
დაე, ისმოდეს პრელუდია,
ჯერ აქ ხარ, გიგრძენ,
სიტყვები სტვენენ
მარტის თვის არფის აივანზე
ამ ტყვიების წუილის სიგრძე....
და რა აზრი აქვს რით ამთავრებ,
წერტილია წერტილი მხოლოდ-
ნიკაპთან ახლოს
თუ მეორე წინადადების
ლოგიკურ ბოლოს...


კადრი 3
ეს საყვარელი, საყვარელი, ეს საყვარელი
შენი სახელი, ერთადერთი მკაფიო რამ, რაც გაგაჩნია,
და გაყინული თითებით ვამსხვრევ თოვლს   -  მარადიულ ხსოვნად მაჩნია
ვსრიალებთ, თოვლი, საინტერესო, უფრო და უფრო, მარადახალი,
არ დნება, ცდილობს უფრო გაბევრდეს, თავისი თავი გადაგვაყაროს,
მოფსმის სურვილის პარალელურად რომ მოსაწყენი იყოს სამყარო,
თოვლში ვფსამთ, მერე ერთ-ორი  ნაბიჯს ვდგამთ,
აღფრთოვანებით ვწვებით, ვხარხარებთ.

ვიზრდები, დიდი გამჭვირვალე პეპელა ვხდები,
ბევრი ვარ, არა,  უთვალავი,
 ერთ პატარა მუცელში ვსახლობ,
ჩასახუტებლად გავშლი ხელებს...
 საოცარია სიყვარული, როცა ხარ ახლოს...
და კიდევ კარგი, რომ საკუთარ დაბადების დღეს
გადავიფიქრე გადახტომა წყალში ხიდიდან,
დავჯექი ბაღში და ლოდინი იმ წუთად ღირდა,
როცა ნარინე გამოივლიდა...
ახლა იმ გრძელი საუბრიდან ერთ სიტყვასაც ვეღარ მოვიტან...
მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს,
რა კარგი იყო, როცა მოვიდა...


კადრი 4
, ღმერთო ჩემო,
ორსულად ვარ,
დავორსულდი რევოლუციით!
წავიდეთ, სატრფოვ,
წავაცალოთ ვარდნარს ყვავილი
და მოტოტმანე   მხრებიდანაც მოვწყვიტოთ თავი,
ცარცით ან ნავთით გადავშალოთ გაბედულება,
იუმორი, სიცივე გულში...
რადგანაც ჩვენთან უნდა დარჩეს
ეს მარტოობა,
ამ უსიტყვობის მტანჯველი თოში.
, სატრფოვ, სატრფოვ,
ჩემო სატრფოვ!
ერთმანეთთან ვართ ისე ახლოს,
უმწეონი, უარაფრონი
სიმამაცით და   სიყვარულით სავსე გვაქვს გული-
და უკაცური კუნძულივით ოკეანის სიღრმეში ლპება...
ამ ოკეანეს თვალწარმტაცი სიმკაცრე შვენის
შენი სხეულის, შენი გულის კუნძული ყვავის...
არავის უნდა უნაპირო სიმდიდრე შენი
როდესაც შენი საკუთარი არ გახლავს თავი....

და ყველაფერი მაშინ რთულდება,
როცა ხარ ქალი და არასდროს რომ არ სრულდები...

, სატრფოვ, სატრფოვ, ჩემო სატრფოვ,
, სატრფოვ, სატრფოვ, ჩემო სატრფოვ,
შენ იცი, ვინ ვარ!


თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადიმ.



տեսնել հայերեն տարբերակը՝ Գարուն


No comments:

Post a Comment